ააიპ ,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“  აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის თანაშემწის პოზიციაზე პროექტში ,,ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება 2012 წლიდან, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში იმართება პერიოდული შეხვედრები ქართველ და რუს ექსპერტებს შორის, იწერება ანალიტიკური სტატიები და პუბლიკაციები აქტუალურ თემებზე, ტარდება საჯარო ლექციები რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე, მოწვეული უცხოელი ანალიტიკოსების მიერ. ასევე, პერიოდულად იმართება კონფერენციები და საჯარო შეხვედრები/დისკუსიები ქართულ-რუსულ ურთიერთობებში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი
ხანგრძლივობა: 6 თვე
ყოველთვიური ანაზღაურება: 800 ლარი

თანამდებობრივი მოვალეობები:

  • პროექტის ფარგლებში განსაზღვრული ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • საორგანიზაციო და ლოგისტიკური საქმიანობის განხორციელება;
  • საიტზე პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის განახლება და გავრცელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში და/ან მომიჯნავე სპეციალობაში;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (როგორც წერა, ასევე საუბარი);
  • აკადემიური წერის უნარები;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოტივირებული და ინიციატივიანი ახალგაზრდა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მუშაობა როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად;
  • უპირატესობა მიენიჭებათ სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@developershub.ge

  1. რეზიუმე / CV (ქართულ ენაზე);
  2. სამოტივაციო წერილი, რომელშიც განმარტებული იქნება, თუ რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული ვაკანსიით (ქართულ ენაზე).

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 23 სექტემბერი.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. უცხო ენების ცოდნა შემოწმდება  ადგილზე.

Facebook
Twitter
LinkedIn