[vc_row][vc_column][vc_column_text]26-31 ივლისს პროექტის ,,ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში მოეწყობა ახალგაზრდა ქართველი პოლიტოლოგების, ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში. ვიზიტი რუსეთში გორჩაკოვის ფონდთან თანამშრომლობით იმართება და შეხვედრები შედგება რუსეთის ხელისუფლების, კვლევითი ინსტიტუტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პარალელურად მოეწყობა დისკუსიები სხვადასხვა აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. ასევე, ჯგუფს შესაძლებლობა ექნება ეწვიოს ჩეჩნეთის რესპუბლიკას, სადაც გაეცნობა ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს.
აღნიშნულ პროექტს ,,კავკასიური სახლი“ ახორციელებს 2011 წლიდან, დიდი ბრიტანეთის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში შეხვედრები იმართება როგორც მოსკოვში, ასევე თბილისში. ვფიქრობთ, ამ პროცესის მნიშვნელობა განსაკუთრებულად იზრდება ქართულ-რუსულ ურთიერთობებში დღეს არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, რადგან იგი ქართველ ექსპერტებსა და მკვლევრებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას უშუალოდ დააკვირდნენ და შეისწავლონ რუსეთის ფედერაციის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, მიიღონ ინფორმაცია, რომელიც მეტნაკლებად დაცლილია როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური სტერეოტიპებისგან და გაიაზრონ თანამედროვე პოლიტიკური პროცესები რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეზე.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]