2016 წლის 26-27 მარტს მოეწყო ,,კავკასიური სახლის“ შაბათ-კვირის მრავალეროვანი სკოლის მოსწავლეთა 21-ე გამოშვების ზეიმი.

ორი დღის განმავლობაში მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ იმ საგნების ცოდნაში, რომლებიც 6 თვის მანძილზე შეისწავლეს: გეოგრაფია, საუბრები კავკასიაზე. ეკოლოგია და გარემოს დაცვა; წარმოადგინეს ლიტერატურული სასამართლო ვაჟა-ფშაველას ,,სტუმარ-მასპინძლის“ მიხედვით.

ზეიმზე იმღერა წინა გამოშვების მოსწავლე, თაზო რუსიშვილმა.

მოსწავლეებმა აუდიტორიას უჩვენეს მწერალ ნაირა გელაშვილის წიგნის, ,,წინწკლების ქოხის“ მიხედვით დადგმული თოჯინების თეატრის სპექტაკლი, რომელშიც თვითონ მონაწილეობდნენ (რეჟისორი თორნიკე მახარაშვილი). თოჯინები და დეკორაციები მოსწავლეებმა დაამზადეს ხელგარჯილობის მასწავლებლის, ჟანა ანტიპოვის ხელმძღვანელობით. ასევე წარმოადგინეს სიმღერები და ცეკვები (მასწავლებლები: ნანა აბზიანიძე და ნონა კიკნაძე) ბოლოს სიგელებით დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებისთვის. მათ ასევე გადაეცათ სკოლის დამთავრების სერტიფიკატი, სკოლის ცხოვრების ამსახველი ბუკლეტი, სასაჩუქრე წიგნი – ეგზიუპერის ,,პატარა პრინცი“ და უამრავი ტკბილეული.

ზეიმი დამთავრდა ალაფუშეტით.

პროექტს აფინანსებს ევროპული ფონდი ,,ჰორიზონტი“.

Facebook
Twitter
LinkedIn