[vc_row][vc_column][vc_column_text]2015 წლის 8 მაისს ,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“ და ,,ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი“ გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე:
,,ერთი კონფლიქტის მრავალი განზომილება: უკრაინის ვიზიტის შთაბეჭდილებები“
დისკუსია მიეძღვნება 2015 წლის 14–22 აპრილს, ,,კავკასიური სახლის“ ორგანიზებით გამართულ, ქართველი ექსპერტების ვიზიტს უკრაინაში. შეხვედრები გაიმართა სამ ქალაქში: კიევში, ხარკოვსა და ლვოვში. ,,კავკასიური სახლის“ წარმომადგენლებმა გიორგი კანაშვილმა და მაია ურუშაძემ, ,,ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსიტუტის” ანალიტიკოსმა -ელიკო ბენდელიანმა და ,,რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა – გოგა აფციაურმა გამართეს შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების, ანალიტიკური ცენტრების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, აქტივისტებთან და ჟურნალისთებთან. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს გამოცდილების გაზიარება უკრაინელი კოლეგებისთვის და ამავროულად არსებული სიტუაციის ადგილეზე გაცნობა.
ვიზიტი დაიგეგმა ,,კავკასიური სახლის“ მიმდინარე პროექტის ,,უკრაინა – კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭრით.
საჯარო დისკუსიის ფარგლებში პროექტის მონაწილეები აუდიტორიას გააცნობენ საკუთარ შთაბეჭდილებებსა და მოსაზრებებს ხსენებულ ვიზიტთან დაკავშირებით.
მოდერატორი:
მაია ურუშაძე – კავკასიური სახლი
მომხსენებლები:
ელიკო ბენდელიანი – ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი
გოგა აფციაური – რადიო თავისუფლება
დისკუსიის ფარგლებში ,,კავკასიური სახლის“ წარმომადგენლი ტატო ხუნდაძე წარადგენს პოლიტიკური ნარკვევს ,,უკრაინის კრიზისის კონტექსტუალიზაცია ქართულ პოლიტიკაში“.
დასაწყისი: 18:00 სთ, 8.05.2015
მისამართი: თბილისი; გალაკტიონ ტაბიძის ქ. 20
დისკუსია იმართება ,,კავკასიური სახლის“ მიმდინარე პროექტის ,,უკრაინა – კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭრით.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]