ana

ანა ჩუბინიძე

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე

მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამა 

მოვალეობები: ტექსტების რედაქტირება ინგლისურ და ქართულ ენებზე, ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება, ინტერვიუების გაშიფვრა.

ანა ჩუბინიძე არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიართულებით მე-4 კურსის სტუდენტი. სტაჟირებას გადიოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში. კავკასიურ სახლში სტაჟირების პარალელურად მუშაობს საგანმანათლებლო ფონდ Educare Georgia-ში Khan Academy-s მთარგმნელად და ტრენერად. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა მოდელირებებში, ტრენინგებსა და კონფერენციაში.

14937092_1345370228809267_1146678513_n

ეკატერინე კოლესნიკოვა

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე

მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამა 

მოვალეობები: ტექსტების რედაქტირება ინგლისურ და რუსულ ენებზე, ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება, ინტერვიუების გაშიფვრა.

ეკატერინე კოლესნიკოვამ, დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. გეგმავს სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის ჰუმანიტარული დახმარების კუთხით და მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას. ამჟამად “კავკასიურ სახლში” სტაჟირების პარალალურად მუშაობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ოპერატორის პოზიციაზე.

unnamed

მარიამ შუმანი

სტაჟირების ხანგრძლივობა: 2 თვე

მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამა 

მოვალეობები: ტექსტების რედაქტირება ინგლისურ ენაზე, ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება

მარიამი არის შავი ზღვისა და საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი. „კავკასიურ სახლში“ გაიარა სტაჟირება 2015 წლის აპრილისა და მაისის თვეებში.   სწავლის პარალელურად მარიამი იყო AIESEC თბილისის წევრი. ჩართული იყო პროექტში „ეუთოს ახალგაზრდული ქსელის მშენებლობა საქართველოში“, რომელსაც მასპინძლობდა ეუთოს საინფორმაციო ცენტრი კავკასიაში.

12170444_979681648757823_468101436_n

ანა კვიციანი

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 კვირა

მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამა 

მოვალეობები: ინტერვიუების გაშიფვრა

ანა კვიციანი სწავლობს ქართულ-ამერიკულ უივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამაზე. 2015 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში გაირა სტაჟირება “კავკასიურ სახლში” მშვიოდბისა და ინტეგრაციის პროგრამაში.

nino

ნინო მანიჟაშვილი

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 კვირა

მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამა 

მოვალეობები: ინტერვიუების გაშიფვრა, ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება

ნინო მანიჟაშვილი არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი. „კავკასიურ სახლში“ გადის სტაჟირებას ნოემბრიდან. ნინო არის EPAG-ის ამერიკის გაცვლით პროგრამების მონაწილეების ასოციაციის წევრი. იყო საქართველოს წარმომადგენელი ამერიკაში, „Wake Forest University” – ში, ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. აგრეთვე მონაწილეობდა ევროკავშირის რამდენიმე პროექტში: SilkRoad Research Institute და “University Collaboration Network at the Black Sea- Univer-Sea.Net”.

.