„კავკასიური სახლის“ კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის ამოცანაა საქართველოში კრიტიკული აზროვნებისა და ლიტერატურული პროცესების სტიმულირებისა და ახალი თაობის ხელოვანთა მხარდაჭერის მიზნით ძველი და თანამედროვე ეპოქების, დასავლეთისა და აღმოსავლეთის სულიერი კულტურის მნიშვნელოვანი ნიმუშების წარმოჩენა და მხატვრული თუ ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტექსტების თარგმნა-გამოცემა. პროგრამა აქტიურად უჭერს მხარს ქართველ ავტორებსა და ქართული ლიტერატურის განვითარებას.
კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის ეგიდით ასობით ახალგაზრდა იძენს ცოდნას კავკასიელი ხალხების, მათი ისტორიის, კულტურის, ეთნოგრაფიის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებისა და პოლიტიკური სისტემების შესახებ.
პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში მცხოვრები რელიგიურ-ეთნიკური ჯგუფებისა თუ სათვისტომოების საქმიანობას, ცდილობს დაეხმაროს მცირერიცხოვან ხალხებს თავიანთი ენის, კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენაში, უფლებებისა და ინტერესების დაცვაში. „კავკასიური სახლის“ განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ქართულ საზოგადოებაში რელიგიურ-ეთნიკური შემწყნარებლობისა და განსხვავებულ კულტურათა მშვიდობიანი თანაარსებობისა თუ სოლიდარობის ნორმების დანერგვა.
კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა მუშაობს საქართველოს რეგიონებში არაფორმალური განათლების განვითარებაზე, ცდილობს რეგიონალური სასწავლო ცენტრების დაარსების გზით მხარი დაუჭიროს საზოგადოებრივი ცნობიერების ჰუმანიზაციასა და დემოკრატიზაციას.
პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს „კავკასიური სახლის“ აუდიო- და ვიდეოსტუდია, გამომცემლობა, სამკითხველო; იბეჭდება ლიტერატურულ-ფილოსოფიური და საზოგადოებრივი ჟურნალი „აფრა“, სტუდენტთა სამეცნიერო-ლიტერატურული ალმანახი „ჩვენი სამყარო“.
© 2023 კავკასიური სახლი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია chikhladzeluka -ის მიერ