მშვიდობის მშენებლობისა და ინტეგრაციის პროგრამა

პროგრამის მიზანია რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია წარსულის შეფასების, სახალხო დიპლომატიისა და პოლიტიკის კვლევის გზით. ამასთან, იგი მიზნად ისახავს მულტიკულტურული დიალოგის წახალისებასა და საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობას კულტურულ–საგანმანათლებლო საქმიანობის მეშვეობით.

პროგრამა ზრუნავს იმ საფუძვლების შექმნაზე, რაც აუცილებელია საქართველოსა და კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სამართლიანობის დამყარებისთვის, რეგიონში მცხოვრებ ხალხებს შორის კავშირების გაღრმავებისა და თანამშრომლობისათვის, დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისა და საერთო, ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული პროგრესისათვის. გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან რეგულარული დიალოგის გზით პროგრამა ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოს სამშვიდობო და უმცირესობათა ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში.

კულტურულ-საგანმანთლებლო პროგრამასთან მჭიდრო თანამშრომლობით ტარდება სხვადასხვა ტიპის კვლევები, გამოიცემა წიგნები, კრებულები, ანგარიშები; იმართება კონფერენციები, სემინარები და სხვა ღონისძიებები, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს მიღმა. პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საკითხით დაინტერესებული ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობასა და მათი კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას.

Facebook
Twitter
LinkedIn