„კავკასიური სახლი“ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უძველესი გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა, რომელიც სათავეს 80-იანი წლების ბოლოს დაფუძნებული მწვანეთა მოძრაობიდან იღებს. ჩვენ მონაწილეობა გვაქვს მიღებული დამოუკიდებელ საქართველოში წარმოებულ ყველა მნიშვნელოვან გარემოსდაცვით ბრძოლასა თუ კამპანიაში. 2020 წელს, „კავკასიური სახლის“ გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება ჩამოეყალიბებინა მწვანე პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების პროგრამა, რათა უფრო სისტემურად დაეჭირა მხარი დედამიწის დამცველებისა და კლიმატის აქტივისტებისათვის.
პროგრამის მიზანია: საქართველოსა და კავკასიის მდგრადი და სოციალურად სამართლიანი განვითარების ხელშეწყობა; რეგიონის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა-გადარჩენა; ჩვენს საზოგადოებაში გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების პრინციპების დამკვიდრება.
პროგრამის პრიორიტეტია კლიმატის ცვლილების ეკოლოგიური, სოციალურ-კულტურული და პოლიტეკონომიური შედეგების შესახებ საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის წახალისება.
© 2023 კავკასიური სახლი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია chikhladzeluka -ის მიერ