”კავკასიური სახლის” მისიაა შექმნას იდეური და ინტელექტუალური საფუძველი საქართველოს, როგორც მულტიეთნიკური ქვეყნის,და კავკასიის მშვიდობიანი განვითარებისა და კულტურული ინტეგრაციისათვის; გაავრცელოს ზოგადჰუმანიტარული და სამოქალაქო განათლება; წაახალისოს კულტურათა შორის დიალოგი და ამ გზით დააკავშიროს სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები.

საპრეზიდენტო არჩევნები და პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში

28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა თითქმის თანაბარი ხმები მიიღეს, ხოლო მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თავი შეიკავა არჩევანის გაკეთებისგან.

აღნიშნულმა შედეგმა დაადასტურა, რომ საზოგადოების უმრავლესობა უკმაყოფილოა „ქართული ოცნების“ მმართველობით, რომელმაც ქვეყანას ვერ შესთავაზა ალტერნატიული განვითარების პოლიტიკა. თავის მხრივ მიმდინარე კრიზისი მნიშვნელოვნად ზრდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობას, რომელიც 2012 წელს, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მკვეთრად ავტორიტარული და არადემოკრატიული მმართველობის გამო გადაირჩია.

აღნიშნულ დისკუსიაზე მომხსენებლები საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითზე გაანალიზებენ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. საუბარი ასევე შეეხება იმას, თუ რა გზა განვლო 2012 წლიდან საქართველომ და რატომ დგას დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების საკითხი; რა გავლენას იქონიებს არჩევნებში როგორც ერთი, ისე მეორე კანდიდატის გამარჯვება სამომავლო პოლიტიკურ პროცესებზე და არსებობს თუ არა სივრცე უახლოეს მომავალში, მესამე, ალტერნატიული პოლიტიკური ძალის გამოჩენისთვის.

მომხსენებლები:
ანა დოლიძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, საერთაშორისო სამართლის პროფესორი.
ლევან ლორთქიფანიძე – „კავკასიური სახლის“ გამგეობის წევრი, პოლიტოლოგი.
გია აბაშიძე – პოლიტიკის ანალიტიკოსი, საერთაშორისო მიმომხილველი.

მოდერატორი:
ვანო აბრამაშვილი – „კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორი.

დასწრება თავისუფალია!
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის 20, “კავკასიური სახლი”

დისკუსია ტარდება “კავკასიური სახლისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში

ჟურნალ “აფრას” ახალი ნომერი

📗 გამოვიდა სალიტერატურო, რელიგიურ-ფილოსოფიურ და საზოგადოებრივ ჟურნალ ,,აფრას” 25-ე ნომერი.

📗 შეგიძლიათ შეიძინოთ ,,კავკასიურ სახლში”

💵 ფასი: 10 ლარი
☎️ საკონტაქტო ინფორმაცია: (0322) 93 50 88 ; 598 59 50 59

საჯარო დისკუსია წნორში

3 ნოემბერს „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით წნორში „ცოდნის კაფეში“ გაიმართა დისკუსია “გამყოფ ხაზს 2 მხარე აქვს: აფხაზ ახალგაზრდებთან შეხვედრისა და ნდობის აღდგენის პროექტების გამოცდილება”

დისკუსიაზე მოხსენებებით წარდგნენ ივანე აბრამაშვილი, კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი, და სამშვიდობო პროცესებში ჩართული ახალგაზრდები – ესმა გუმბერიძე და გიორგი ყარალაშვილი. დისკუსიას მოდერაცია გაუწია ელოკო ბენდელიანმა, -მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. დისკუსიაზე მომხსენებელმა ისაუბრეს ნდობის აღდგენის პროექტებში მონაწილეობისას მიღებულ გამოცდილებაზე და დამსწრეებს გაუზიარეს აფხაზი თანატოლების შეხედულებები.

დისკუსია ჩატარდა “კავკასიური სახლისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში

ახალი გამოცემა: “კავკასიური ეტიკეტი”

,,კაფკის (კავკასიის – ნ. ანთელავა) მთებში, – წერდა IX საუკუნის მეორე ნახევარში არაბი გეოგრაფი იბნ ალ-ფაქიხ ალ-ჰამადანი, – 72 ტომია, რომლებსაც, თარჯიმნის გარეშე, ერთმანეთის ენა არ ესმით“. მოგვიანებით, შუასაუკუნეების აღმოსავლელ ავტორთა თხზულებებში კავკასიის ეს განსაზღვრება გამოიხატა ცნობილ თქმაში: „ჯებელ ულ-ალ სუნ“ – „ენათა მთა“, ხოლო სპარსული და არაბული გეოგრაფიული შრომების გამოჩენამდე რამდენიმე საუკუნით ადრე, კავკასიის მრავალეროვნებაზე ანტიკური ავტორები წერდნენ. მაგალითად, სტრაბონი გვამცნობს 70 ხალხზე, რომლებიც დიოსკურიადაში იკრიბებოდნენ და სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ. ძვ. წ. I საუკუნის ბერძენი გეოგრაფის ეს ცნობა დიდ გადაჭარბებად არ გვეჩვენება, რამდენადაც მასში რეალურად აისახა კავკასიის რეგიონის ეთნიკური მოზაიკა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ასე ანცვიფრებდა თანამედროვეებს. გვიანი შუა საუკუნეებისა და ახალი პერიოდის ავტორებს ანცვიფრებდა და ხიბლავდა არა იმდენად ხალხთა და ენათა სიმრავლე, რამდენადაც კავკასიურ თვითმყოფად კულტურათა მრავალფეროვნება. ამ მრავალგვარ ტრადიციულ კულტურათა ნაწილმა ტრანსფორმაცია განიცადა ან, დროსთან შეუსაბამობის გამო, სრულიად გაქრა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ არსებობს მარადიული ,,წესები“ და ,,კანონები“, რომლებსაც დრო ვერ გადააფასებს, განძივით უნდა შემოინახოს. გამოწვევების წინაშე მდგარ თანამედროვე ადამიანს მორალის, სულიერების საკითხების გადაწყვეტა და ამ საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების მოძებნა ხშირად უჭირს, ამ დროს ეს საუნჯე გვეიმედება. დიახ, ადამიანური ურთიერთობები, სხვებთან და ერთმანეთთან დამოკიდებულება, შემწყნარებლობა,

სხვისი აზრის გათვალისწინება, თანაცხოვრების კულტურა და კიდევ ბევრი რამ, `კავკასიურ კოდექსში“ მზამზარეულად დევს. ამას ადასტურებს ის, რომ კავკასიაში მცხოვრებ ხალხს არ უჭირდა ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა იქამდე, ვიდრე გარეშე ძალა არ ჩაერეოდა ხოლმე. ეს წიგნი არის თითქმის პირველი მცდელობა, ერთად თავმოყრილიყო რამდენიმე, ამ მიმართულებით მომუშავე მეცნიერისა და სპეციალისტის ნაშრომები და საერთო სათაურის – `კავკასიური ეტიკეტის“ – ქვეშ გაერთიანებულიყო.

წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ ,,კავკასიურ სახლსა” და წიგნის მაღაზიებში.

💵 ფასი 12 ლარი
☎️ საკონტაქტო ინფორმაცია: (0322) 93 50 88 ; 598 59 50 59

ახალი გამოცემა: ნიკოლაი ბერდიაევის ,,ერი და კაცობრიობა” და ზურაბ კიკნაძის ,,ერი და ქრისტიანობა”

ერთ წიგნში თავმოყრილია ორი ავტორის ნააზრევი. ნიკოლაი ბერდიაევის ,,ერი და კაცობრიობა” და ზურაბ კიკნაძის ,,ერი და ქრისტიანობა”

📚 სახელგანთქმული რუსი ფილოსოფოსის ნიკოლაი ბერდიაევის (1874-1948) წერილები ერისა და კაცობრიობის შესახებ ერთი წახნაგია მისი ფილოსოფიური თუ პუბლიცისტური შემოქმედებისა. მათში გამოთქმულია აზრები ერზე, მის განუმეორებლობაზე, მის ადგილზე ისტორიასა და კაცობრიობაში, ნაციონალიზმზე, მესიანიზმზე, სახელმწიფოსა და იმპერიალიზმზე, დღემდე ახლებურად ჟღერს. ამ ნააზრევში, როგორც სხვა ნაშრომებში, ავტორი ეფუძვნება უპირობო თავისუფლების პრინციპს. მე ყოველთვის შეუქმნელი, დასაბამიერი თავისუფლების იდეაში ვპოვებდი გამოსავალსო, – წერს ერთგან ფილოსოფოსი და ამ იდეიდან გამომდინარე, გაიაზრებს ეროვნულ პრობლემასაც.

📚 ზურაბ კიკნაძის ესეებში განხილულ საკითხებს თავად მათი სათაურები მოწმობს: ,,ნათესავიდან ერამდე” და ,,ერი და სახელმწიფო” ეხება ერის (Nation) ცნების ტრანსფორმაციას ადრეული შუა საუკუნეებიდან მე-20 საუკუნემდე. ,,ერი და ჭეშმარიტება” არკვევს ჭეშმარიტების, როგორც მაღალი ინსტანციის, მონაწილეობას სამშობლოს ცნების განსაზღვრისას; ,,ეროვნული პრობლემა მართლმადიდებლურ ტრადიციებში” და ,,რა არის ფილეტიზმი” განიხილავს ერისა და ქრისტიანობის დამოკიდებულებას ისტორიულ პერსპექტივასა და დღევანდელობაში. ,,მრავალსახეობა ერთობისა”, ,,ობოლი ერი”, ,,იდენტობა” და ,,ეროვნული მესიანიზმი” ეხება ქართველი ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტომობრივ სტრუქტურას, მესიანისტური იდეის დანერგვის წარუმატებელ მცდელობას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდში (1989-1991)

წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ ,,კავკასიურ სახლსა” და წიგნის მაღაზიებში

💵 ფასი 10 ლარი
☎️ საკონტაქტო ინფორმაცია: (0322) 93 50 88 ; 598 59 50 59

საჯარო დისკუსია წნორში: გამყოფ ხაზს 2 მხარე აქვს

3 ნოემბერს 16 სთ-ზე წნორში, “ცოდნის კაფეში” (მისამართი: დავით აღმაშენებელის ქ. III შესახვევი) „კავკასიური სახლი“ გიწვევთ დისკუსიაზე “გამყოფ ხაზს 2 მხარე აქვს: აფხაზ ახალგაზრდებთან შეხვედრისა და ნდობის აღდგენის პროექტების გამოცდილება”

25 წელი გავიდა აფხაზეთის ომის შემდეგ. თუმცა კონფლიქტის მოგვარების გზა ჯერჯერობით ვერ გამოიძებნა. ამასობაში იზრდებიან თაობები, კონფლიქტით ორად გაყოფილი საზოგადოებები ცალ-ცალკე აგრძელებენ ცხოვრებას, ეძებენ განვითარების გზებს, ერთმანეთის შესახებ კი უფრო და უფრო ნაკლები ინფორმაცია აქვთ. კონფლიქტის ირგვლივ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს უამრავი მითი იქმნება. ამასობაში დროდადრო იმართება ნდობის აღდგენის მიზნით სხვადასხვა შეხვედრები, ღონისძიებები, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს ესაუბრებიან. თუმცა აღნიშნული შეხვედრები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის შეუმჩნეველია. სწორედ ასეთი პროექტების, მათი მიმდინარეობისას გამართული დისკუსიების/საუბრების შესახებ მსჯელობას დაეთმობა წნორში, ცოდნის კაფეში.

მომხსენებლები:
ივანე აბრამაშვილი – კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი
ესმა გუმბერიძე – ქართულ–აფხაზური დიალოგის პროექტების მონაწილე
გიორგი ყარალაშვილი – ქართულ–აფხაზური დიალოგის პროექტების მონაწილე

მოდერატორი :
ელიკო ბენდელიანი -მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე

დისკუსიაზე მომხსენებლები ისაუბრებენ ნდობის აღდგენის პროექტებში მონაწილეობისას მიღებულ გამოცდილებაზე. დამსწრეებს გაუზიარებენ აფხაზი თანატოლების შეხედულებებს. ღონისძიება ითვალისწინებს აქტიურ დისკუსიას და კითხვა–პასუხის რეჟიმს.

მისამართი: “ცოდნის კაფე”, დავით აღმაშენებელის ქ. III შესახვევი, N 3, წნორი

დისკუსია ტარდება “კავკასიური სახლისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში.

კვლევის პრეზენტაცია: საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის 25 წელი

17 ოქტომბერს 19 სთ-ზე გაიმართა „კავკასიური სახლის“ ახალი კვლევის „საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის 25 წელი“ პრეზენტაცია.

კვლევის მიზანია საფუძვლიანად აღწეროს და კრიტიკულად გაანალიზოს 1990-იანი წლებიდან 2016 წლამდე პერიოდის საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა. კვლევაში აღწერილია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარი კონფლიქტების დარეგულირების პროცესი და სამთავრობო პოლიტიკა. კვლევა ქრონოლოგიურად ვითარდება და სხვადასხვა პერსპექტივიდან უყურებს სოხუმსა და ცხინვალთან თბილისის ურთიერთობების დინამიკას და მასში ცალკეული პიროვნებების, პოლიტიკური პარტიების, ქვეყნებისა თუ გლობალური კონტექსტის როლს.

სტრუქტურულად კვლევა სამ ძირითადად ნაწილად იყოფა: პირველი ნაწილი ეთმობა საქართველოს ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების ანალიზის მცირე თეორიულ ჩარჩოს, მეორე ნაწილი ფოკუსირებულია უშუალოდ საქართველოს ყოფილი და მოქმედი მთავრობების სამშვიდობო პოლიტიკის შესწავლაზე, ხოლო მესამე ნაწილში გაანალიზებულია ის ისტორიული და თანამედროვე გაკვეთილები, რომელიც სხვადასხვა კონფლიქტების ტრანსფორმაციისგან შეიძლება ისწავლოს საქართველომ საკუთარი პოლიტიკის ოპტიმიზაციისთვის. ნაშრომის ბოლოს შემოთავაზებულია „კავკასიური სახლის“ რეკომენდაციები და იდეური ხედვა, თუ რა როლი უნდა ეკავოს საქართველოს მთავრობას შერიგებისა და ქვეყნის გაერთიანების პროცესში.

პრეზენტაციაზე სიტყვით წარდგნენ კვლევის ავტორები:
ივანე აბრამაშვილი – „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი
რევაზ ქოიავა – პოლიტოლოგი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

დისკუსიის მოდერატორი იყო, ნინო კალანდარიშვილი – „კონფლიქტებისა და ნაციონალიზმის კვლევის ინსტიტუტის“ თავჯდომარე

კვლევის ელექტრონული ვერსიის ჩამოსატვირთად, მიყჰევით ბმულს.

კვლევის წარდგენა: საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის 25 წელი

17 ოქტომბერს 19 სთ-ზე გიწვევთ „კავკასიური სახლის“ ახალი კვლევის „საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის 25 წელი“ პრეზენტაციაზე.

კვლევის მიზანია საფუძვლიანად აღწეროს და კრიტიკულად გაანალიზოს 1990-იანი წლებიდან 2016 წლამდე პერიოდის საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა. კვლევაში აღწერილია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარი კონფლიქტების დარეგულირების პროცესი და სამთავრობო პოლიტიკა. კვლევა ქრონოლოგიურად ვითარდება და სხვადასხვა პერსპექტივიდან უყურებს სოხუმსა და ცხინვალთან თბილისის ურთიერთობების დინამიკას და მასში ცალკეული პიროვნებების, პოლიტიკური პარტიების, ქვეყნებისა თუ გლობალური კონტექსტის როლს.

სტრუქტურულად კვლევა სამ ძირითადად ნაწილად იყოფა: პირველი ნაწილი ეთმობა საქართველოს ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების ანალიზისთვის მცირე თეორიულ ჩარჩოს, მეორე ნაწილი ფოკუსირებულია უშუალოდ საქართველოს ყოფილი და მოქმედი მთავრობების სამშვიდობო პოლიტიკის შესწავლაზე, ხოლო მესამე ნაწილში გაანალიზებულია ის ისტორიული და თანამედროვე გაკვეთილები, რომელიც სხვადასხვა კონფლიქტების ტრანსფორმაციისგან შეიძლება ისწავლოს საქართველომ საკუთარი პოლიტიკის ოპტიმიზაციისთვის. ნაშრომის ბოლოს შემოთავაზებულია „კავკასიური სახლის“ რეკომენდაციები და იდეური ხედვა, თუ რა როლი უნდა ეკავოს საქართველოს მთავრობას შერიგებისა და ქვეყნის გაერთიანების პროცესში.

პრეზენტაციაზე სიტყვით წარდგებიან კვლევის ავტორები:

ივანე აბრამაშვილი – „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი
რევაზ ქოიავა – პოლიტოლოგი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

მოდერატორი:
ნინო კალანდარიშვილი – „კონფლიქტებისა და ნაციონალიზმის კვლევის ინსტიტუტის“ თავჯდომარე

სამუშაო ენა: ქართული
პრეზენტაცია გაიმართება „კავკასიური სახლის“ საკონფერენციო დარბაზში
დასწრება თავისუფალია!

„კავკასიურ სახლში“ დოკუმენტური ფილმის „მრავალფეროვნების ძიებაში“ პრეზენტაცია ჩატარდა

9 ოქტომბერს „კავკასიურ სახლში“ ჩატარდა დოკუმენტური ფილმის „მრავალფეროვნების ძიებაში“ პრეზენტაცია

ფილმის აღწერა
საქართველოს მულტიკულტურალიზმის მრავალწლიანი ისტორია აქვს, ეთნიკურ ქართველებთან ერთად, ის არის და ყოველთვის იყო სამშობლო სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთათვის, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი და ხშირად, საზოგადოებასაც ნაკლები ინფორმაცია აქვს მათ შესახებ. ფილმი მოგვითხრობს შვიდი განსხვავებული ეთნოსის, ენის, რელიგიის წარმომადგენლის შესახებ, რომელთაც განსხვავებული პროფესიები და ცხოვრების წესი აქვთ, მაგრამ ერთი რამ აერთიანებთ, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და ეს უკანასკნელი საკუთარ სამშობლოდ მიაჩნიათ, რაც იმის დასტურია, რომ შესაძლებელია არ დაკარგო კავშირი საკუთარ ფესვებთან, მაგრამ, ამასთანავე, თავს ქართული საზოგადოების ნაწილად გრძნობდე.

ფილმის ჩვენების შემდეგ შედგა დისკუსია ფილმზე მომუშავე საინიციატიო ჯგუფის წევრებთან და ფილმის პერსონაჟებთან.

ფილმი შეიქმნა ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ კავკასიური სახლისა და International Alert-ის პროექტში „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგი“.

ღონისძიება ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ თბილისის ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA)“ ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

წიგნის წარდგენა “ლარას ყველა ომი”

13 ოქტომბერს, 16:00 საათზე, „კავკასიური სახლი“ გიწვევთ თანამედროვე პოლონელი მწერლის, ვოიცეხ იაგიელსკის წიგნის თარგმანის – „ლარას ყველა ომი“ პრეზენტაციაზე.

„ლარას ყველა ომი“ პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტი ქალის ნამდვილ ისტორიას მოგვითხრობს, რომელმაც ომის ქარტეხილებში ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა – მისი ორი ძმა ჯერ კიდევ ჩეჩენი მეთაურის, გელაევის აფხაზეთში ექსპედიციისას დაიღუპა, ხოლო, მოგვიანებით, სირიაში საბრძოლველად წასული მისი ორი ვაჟი ისლამური სახელმწიფოს იდეისთვის ბრძოლას შეეწირა. სანამ ვაჟები ცოცხლები იყვნენ, ლარა შეეცადა მათ გადარწმუნებას და ამისთვის სირიაშიც კი გაემგზავრა, თუმცა უშედეგოდ.
პოლონელი მწერალი თხრობის სისადავით გადმოგვცემს იმ განუზომელ ტრაგედიას, რაც არა მხოლოდ რომელიმე ცალკეული რეგიონის, არამედ გლობალური სამყაროს წინაშე დგას, კერძოდ წიგნი გვიჩვენებს რელიგიის რადიკალიზაციის და გლობალური სოციალური და პოლიტიკური ქარტეხილების დამანგრეველ ზემოქმედებას ადამიანის, ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მაგალითზე. მიუხედავად იმ ტრაგიზმისა, რაც წიგნის ყველა სტროფს წითელ ხაზად გასდევს, მოთხრობის მთავარი გმირი, მისი უდრეკი ხასიათი და სიცოცხლის სიყვარულით ნასაზრდოები ოპტიმიზმი, მკითხველს თავისდაუნებურად უსახავს უკეთესი მომავლის იმედსა და ცხოვრების მიმართ რწმენას.

წიგნი პოლონურიდან თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა და გამოიცა “კავკასიური სახლის” მიერ პოლონეთის წიგნის ინსტიტუტის მხარდაჭერით.

პრეზენტაციაზე სიტყვით წარსდგებიან:

უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე – ხასო ხანგოშვილი
მთარგმნელი – ამბროსი გრიშიკაშვილი
წიგნის მთავარი გმირი – ლეილა აჭიშვილი

ღონისძიებაზე პოლონეთიდან ჩაგვერთვება წიგნის ავტორი.

პრეზენტაციაზე შესაძლებელი იქნება წიგნის შეძენაც.

დასწრება თავისუფალია!