ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების საგარეო დახმარება საქართველოში: პრიორიტეტული სფეროები და მიზნები

კვლევა მოიცავს, ერთი მხრივ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის
ძირითად სფეროებს, მეორე მხრივ კი, საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების
ორმხრივ თანამშრომლობას. საკითხის სიღრმისეული შესწავლისთვის საჭიროა კვლევის
გაგრძელება ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების პროგრამების/პროექტების ხარჯეფექტიანობის
შეფასების მიმართულებით, რათა გაანალიზდეს, რამდენად ეფექტურია დონორთა
მიერ დახარჯული თანხები კონკრეტული სფეროს განვითარებისთვის.

ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი

ირან-საქართველოს ურთიერთობები და ახალი გამოწვევები ბირთვული შეთანხმების შემდეგ

დოკუმენტში განხილულია საქართველოსა და ირანის ურთიერთობები 1991 წლიდან დღემდე და მისი განვითარების შესაძლებლობები 2015 წლის ვენის ბირთვული შეთანხმების შემდეგ. ორ ქვეყანს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები დანახულია საქართველოში მოქმედი რეგიონული ძალების ინტერესებისა და გავლენის დაბალანსების კონტექსტში.

ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი

რუსეთის ქართული დიასპორა და ქართულ-რუსული ურთიერთობები

წინამდებარე კვლევის მიზანია გამოვლინდეს ის, თუ რა ხედვები და განწყობები არსებობს რუსეთის ქართულ დიასპორაში ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ, რამდენად კონსოლიდირებულია რუსეთის ქართული დიასპორა და რამდენად აქვს პოტენციალი, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირებაში.

ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი

კონფლიქტები საქართველოში: მიმდინარე ეტაპის თავისებურებები და ამოცანები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა“ და „კავკასიური სახლის“ ინიციატივით შეკრებილ ექსპერტთა ჯგუფის ნამუშევარს, რომელიც აანალიზებს საერთაშორისო და ადგილობრივ კონტექსტს საქართველოს კონფლიქტებთან მიმართებაში კონკრეტული, ახალი, ქმედითი ინსტრუმენტების შემუშავების მიზნით.

საქართველოს პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ 2008-2012 წლებში და მას შემდეგ: შედარებითი ანალიზი

წინამდებარე ნაშრომი აღნიშნული პროცესის გაგრძელებაა. ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის მიმოხილვა: 2008-2012 წლების სტრატეგიისა და 2012 წლის შემდგომი პოლიტიკის შედარებითი ანალიზი

უკრაინის კრიზისის კონტექსტუალიზაცია ქართულ პოლიტიკაში

დოკუმენტის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტორები, რომელთაც ხელი შეუწყვეს უკრაინის კრიზისის „გადმოღვრას“ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. დოკუმენტის მეორე ნაწილი ეთმობა საქართველოსთვის იმ ობიექტურ ეკონომიკურ პრობლემებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. დასკვნით ნაწილში განხილულია ის  მიმართულებები, სადაც შესაძლებელია საქართველომ და უკრაინამ ითანამშრომლონ, როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლე და საშუალო ვადიან პერსპექტივაში

საქართველო, რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასია: ოპტიმალური პოლიტიკის ძიებაში

2008-2014 წლებში საქართველოს ორი არსებითად განსხვავებული პოლიტიკა ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ. 2008-2012 წლებში საქართველოს პროაქტიული მიდგომა ჰქონდა და ჩრდილოეთ კავკასია და რუსეთი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილებოდა, ხოლო 2012 წლის შემდგომ პოლიტიკა, პრაქტიკულად, შეჩერდა და ჩრდილოეთ კავკასია რუსეთთან ურთიერთობების ჩარჩოში მოექცა. წინამდებარე ნაშრომი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა ბალანსის პოვნა რუსეთისთვის მისაღები პოლიტიკის წარმოებასა და საქართველოს ჩართულობას შორის რეგიონულ პროცესებში.

ევროატლანტიკური სკეპტიციზმი ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში

ანგარიში დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად. პირველი ნაწილი ეხება საზოგადოებრივი ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების იდეური ბაზის აღწერას; მეორე ნაწილი ფოკუსირდება საგარეო პოლიტიკის წარმოებაში აღნიშნული ჯგუფების მონაწილეობასა და დამოკიდებულებაზე, ხოლო მესამე ნაწილში წარმოდგენილია კვლევის სამიზნე აქტორების სკეპტიკური ან/და კრიტიკული დამოკიდებულებისა და ალტერნატიული ხედვების ანალიზი.

ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში არსებული პრობლემები და ადგილობრივი მოსახლეობის საგარეო პოლიტიკური პრეფერენციები

პუბლიკაციაში განხილულია საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არსებული ძირითადი პრობლემები და ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებები საქართველოს საგარეო პოლიტიკისადმი.  კვლევა განხორციელდა  ორ ქალაქში, მარნეულსა და ახალქალაქში.  კვლევის შედეგად გამოიკვეთა ის ძირითადი ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს გამოკითხული რესპონდენტების საგრეო პოლიტიკური პრიორიტეტების ჩამოყალიბებაზე.