რუსულენოვანი საakcentზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი КАВКАЗСКИЙ АКЦЕНТ გამოდის 1999 წლიდან. გაზეთის მიზანია კავკასიაში მიმდინარე პროცესების გაშუქება, რეგიონში არსებული კონფლიქტების შვიდობიანი მოგვარებისთვის ხელშეწყობა; საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეროვნულ უმცირესობათა ინტერესების დაცვა და მათი ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა; ეკოლოგიური და მოქალაქეობრივი ცნობიერების დანერგვა და გარემოს დაცვა; არასამთავრობო სექტორის მუშაობის ასახვა. ასევე: რუსულენოვანი მედიის შენარჩუნება და განვითარება საქართველოში, ვინაიდან რუსული ენა ჯერ ისევ კავკასიელი ხალხების საურთიერთო საშუალებაა. 1999 წლიდან 2006 წლამდე გაზეთი თითქმის უწყვეტად გამოიცემოდასხვადასხვა დონორის (ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, ფონდი „ღია საზოგადოება _ საქართველო“, ეუთოს მისია
საქართველოში) შემწეობით. 2006 წელს ხუთი ნომერი დაფინანსდა „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ მიერ. 2010 წლის იანვრიდან განახლდა КАВКАЗСКИЙ АКЦЕНТ-ის გამოშვება უკვე ყოველთვიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის სახით. გამოცემას აფინანსებდა ფონდი „ღია საზოგადოება _
საქართველო“. სულ გამოვიდა 13 ნომერი, უკანასკნელი _ 2011 წლის იანვარში.