„კავკასიური სახლი“ 1998 წლის ივნისიდან საკუთარი ძალებით გამოსცემდა გაზეთ „ალტერნატივას“, თუმცა, უსახსრობის გამო, გაზეთი დახურვის მუდმივი საფრთხის წინაშე იდგა. 2004 წლის ოქტომბრიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისalteა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „ალტერნატივას“ გამოცემა განახლდა სახეცვლილი ფორმით: იგი ჟურნალად გადაკეთდა და იარსება 2005 წლამდე. გამოცემულია ჟურნალის 15 ნომერი.

„ალტერანატივას“ მიზანია დღევანდელი ქართული კულტურული სიტუაციის კვლევა და მსოფლიო კულტურული სიტუაციის ჩვენება. იგი მუდამ ცდილობს არ დატოვოს უყურადღებოდ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე არც ერთი მეტნაკლებადსაინტერესო პროცესი. „ალტერნატივა“ განსაკუთრებულ ადგილს უთმობს ლიტერატურულკრიტიკას. 2006 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, პროგრამული დაფინანსების ფარგლებში, გამოვიდა ჟურნალ „ალტერნატივას“ სახელწოდებაშეცვლილი 6 ნომერი „მრავალსახოვანი ქვეყანა“. 2006-2008 წლებში სულ გამოცემულია ჟურნალის 6 ნომერი. მასში თავმოყრილია საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების (აფხაზი, ოსი, რუსი, აზერბაიჯანელი, სომეხი, ქურთი) მწერლების შემოქმედება.