სოფლის გადარჩენა-განვითარებისთვის ხელშეწყობა „კავკასიური სახლის“ საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მხრივ მისი მუშაობა (სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანის მაგალითზე) სულ უფრო მრავალმხრივი და მასშტაბური ხდება: პროექტის _ „გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი“ _ ფარგლებში 2007 წლიდან გამოდის ახალი პერიოდული

გამოცემა _ ჟურნალsofeliი „ჩვენი სოფელი“. ის რეგიონული საზოგადოებრივი გამოცემაა. ჟურნალი ცდილობს, შექმნას სივრცე სოფელსა და ქალაქს შორის დიალოგისთვის. გამოცემიდან შეიტყობთ ქალაქსა და სოფელში მცხოვრები ადამიანების, მათ შორის

ცნობილი მწერლებისა თუ პოეტების პასუხებს კითხვებზე: რას ნიშნავს მათთვის სოფელი; რას ნიშნავს მათთვის დედაქალაქი. დიდი ხანია, სოფელში მცხოვრები ადამიანის ნაამბობი

არ მოგისმენიათ? თუკი გაინტერესებთ, რა აწუხებთ და რა უხარიათ დღევანდელ ქართულ სოფლებში, ამას შეიტყობთ რუბრიკიდან „ადამიანის ხმა“. რუბრიკა საინტერესოა იმ  თვალსაზრისითაც, რომ მასში წარმოდგენილ ტექსტებში დაცულია რესპოდენტის

საუბრის ენა და სტილი _ სოფლის ადამიანის ლინგვისტური პორტრეტი. 2009 წელს გამოვიდა ჟურნალის ბოლო, იანვართებერვალი, მარტი-აპრილი და მაის-ივნისის ნომრები.

დამფინანსებლები: Brot für die Welt, Diakonisches Werk der EKD , გერმანია; ევროპული ფონდი Horizon; ევროკავშირი